შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ გადავარჩინოთ 19 _წლის ბიჭის სიცოცხლე “_ ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ
19.09.2016
უკან დაბრუნება
„ გადავარჩინოთ 19 _წლის ბიჭის სიცოცხლე “_ ამ ლოზუნგით დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ დარეჯან კბილაშვილის ოჯახისწევრები და მეზობლები შეიკრიბნენ, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტს რა დროსაც კბილაშვილის ოჯახის მცირე წლოვანი შვილი შამილ კბილაშვილი დააკავეს, დაკავებულის ოჯახი არ გამორიცხავს რომ მათმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მეზობლები და ოჯახისწევრები იმედოვნებენ რომ სახელმწიფო დათმობაზე წავა და მათი შვილის საპროცესოს გაფორმებაც მოხდება. კბილაშვილები გირაოს თანხის გადახდისთვისაც მზადაა, დაკავებული 7 დღეა შიმშილობს, ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებ, მათი მოთხოვნა ერთია, მოხდეს დაკავებულისთვის გირაოს შეფარდება, როგორც ბრალდებულის მეზობლები ამბობენ, 7 თვეზე მეტია ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, თუმცა შედეგი ამდრომდე არ მიუღიათ, დაკავებული შამილ კბილაშვილისთვის ეს პირველი შემთხვევაა, „ დღის _ამბები“_დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას თუმცა უშედეგოდ, ჩვენს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა,