შპს „აგრო+“-მა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა
14.09.2016
უკან დაბრუნება
შპს „აგრო+“-მა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის ბაღი დაათვალიერეს, რომელიც პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 8.4 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 454 055 ლარი.