კობა ნარჩემაშვილი სულხან საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა
14.09.2016
უკან დაბრუნება
ქართული ოცნების ქუთაისის 49 ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი სულხან საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა.მოსახლეობამ ქართული ოცნების კანდიდატს პრობლემები გააცნეს და მათი მოგვარება სთხოვეს.შეხვედრაზე ასევე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
49 ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გუგუნავას ქუჩაზე დევნილების საკითხითაც დაინტერესდა და მათი პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრა.