შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი თევდორაძე ნიზამის, კლდიაშვილისა და ტყიბულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა
12.09.2016
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #47 ოლქში, გიორგი თევდორაძე ნიზამის, კლდიაშვილისა და ტყიბულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებისა თუ მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე გამოთქვამს გულისწყრომას. უმუშევრობა, დაბალი სოციალური და საპენსიო ანაზღაურება მკვეთრადაა ასახული ქუთაისის თითქმის ყველა უბნის მცხოვრებთა ოჯახებზე. გიორგი თევდორაძემ მათ სამოქმედო გეგმა და ქალაქის წინაშე არსებული პერსპექტივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც გამოცდილებისა და არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა შეძლებს განახორციელოს. ქუთაისელებს იმედი აქვთ რომ 8 ოქტომბრის არჩევნები შეცვლის არსებულ სტაგნაციას და ქვეყანა კვლავ განვითარების კურსს აიღებს. გიორგი თევდორაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.