კობა ნარჩემაშვილი თაბუკაშვილის ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
12.09.2016
უკან დაბრუნება
საყოველთაო ჯანდაცვამ ბევრი ჩვენგანის სიცოცხლე იხსნა. მისასალმებელია C ჰეპატიტის პროგრამაც,რომლის მიხედვით ერთი პაციენტის მკურნალობაში სახელმწიფო 80 ათას ევროს იხდის.თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ფასები მედიკამენტებზე რაც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.ასე მიაჩნია თაბუკაშვილის ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას.
კობა ნარჩემაშვილმა ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ის პერსპექტივები გააცნო ამომრჩევლებს რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაშია ჩაწერილი.