"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქუთაისელ ახალგაზრდებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მან არჩევნებში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ მათ კორუფციისა და ნეპოტიზმისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას დაპირდა.
ბაქრაძემ ასევე, ევროინტეგრაციასა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თავიანთი მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებსა და შეცდომებზეც ისაუბრა. დავით ბაქრაძე ახალგაზრდებს, ასევე, ლიბერალური გარემოს შექმნას დაპირდა.