შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ ქართული წიგნის ბაზრის კვლევის“_ ს პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში
08.09.2016
უკან დაბრუნება
„ ქართული წიგნის ბაზრის კვლევის“_ ს პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, კვლევა, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“_ ინიციატივით, ორგანიზაცია „ეისითი“_მ ჩაატარა. რომელიც პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ, 2013 - 2015 წლებში, წიგნის სექტორში არსებულ ვითარების სრული შესწავლის მიზნით, გამოკითხულ იქნა გამომცემლები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები , კულტურულ_ საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები, და მკითხველი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 34_ გამომცემელმა, და 700_ ზე მეტმა მკითხველმა. კვლევის არეალი მოიცავდა ქვეყნის დიდ ქალაქებს_ როგორიცა თბილისი, ბათუმი, ქუთაისისა და თელავი. კვლევის შედეგების თანახმად კონკრეტული რეკომენდაიები შემუშავდება კონფერენციას საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქუთაისის მერიის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.