დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
06.09.2016
უკან დაბრუნება
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22-ი წლის დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებული დავით ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით ნაცვლიშვილის პატიმრობა,ადვოკატმა კი მისი გირაოს სახით გათავისუფლება მოითხოვა.
დემურ სტურუას დედის თქმით დავით ნაცვლიშვილი მასთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.