შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე გორაზე ჩანჩიბაძის და ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
05.09.2016
უკან დაბრუნება
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე გორაზე ჩანჩიბაძის და ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ხედვები გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.ნატო ქათამაძის განცხადებით პრობლემები თითქმის ყველა უბანში ერთნაირია,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურასთან ერთად უმუშევრობა და დაბალი სოციალური ფონი აწუხებთ.