შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი თევდორაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს
05.09.2016
უკან დაბრუნება
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი N47-ე ოლქშო გიორგი თევდორაძე საფიჩხიაზე არაგვისპირელის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა."ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმა და ქალაქის განვითარების მისეული ხედვა გააცნო.შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მოქალაქეებმა საკუთარი მოსაზრებები და პრობლემები გააცნეს დეპუტატობის კანდიდატს.ქალაქის უფუნქციობის გამო მიგრაციის ზრდა, უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი აღნიშნულ ქუჩის მოსახლეობას ისევე აწუხებს როგორც ქალაქის დანარჩენ მკვიდრებს თუმცა იმედი გამოთქვეს რომ,8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განხორციელდება და არსებული მდგომარეობა გამოსწორდება.გიორგი თევდორაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ განაგრძობს.