განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიცირებით ვეფხისტყაოსნის ინტერნეტ თამაში შეიქმნება
29.08.2016
უკან დაბრუნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიცირებით უახლოეს ხანებში ვეფხისტყაოსნის ინტერნეტ თამაში შეიქმნება. კომპიუტერული თამაში ხელს შეუწყობს უკვდავი ქმნილების პოპულარიზაციას და სწავლებას უფრო სახალისოს გახდის. პროექტის დამფინანსებელი უკვე ცნობილია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს რომ ინტელექტუალური ინტერნეტ თამაში განათლების მიღების ერთერთი კომპონენტია.