შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”პარკირება ქუთაისში” დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
21.10.2015
უკან დაბრუნება
პარკირების საკითხზე ისაუბრა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა საზოგადოებამ. ქუთაისის მერიამ შპს ,,პარკინგ სერვისი,, დააფუძნა, რომელმაც ქალაქში პრობლემის გადაჭრაზე უნდა იზრუნოს. ამ ეტაპზე, 2016 წლის იანვრამდე მოსახლეობისთვის პარკირება უფასოა და მათ თანხა ე. წ. სტაიანშიკებს აღარ უნდა გადაუხადონ, გამონაკლისია ოპერის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პარკირება 3 ნოემბრამდე ფასიანია. ჟურნალისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ,,პარკინგსერვისის,, ხელმძღვანელს კითხვები დაუსვევს და მისგან დეტალური ინფორმაციის მიღებას შეეცადნენ. დისკუსია საინფორმაციო სააგენტო ,,ქუთაისიპოსტისა,, და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა .