ახალი პროექტი სახელწოდებით ,, კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის,, ხორციელდება
25.08.2016
უკან დაბრუნება
მერიის ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისთვის ქუთაისში ახალი პროექტი სახელწოდებით ,, კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის,, ხორციელდება. მასში 14-დან 17 წლამდე 25 ბავშვი იღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გადაიღონ 2 კინო და თავად დაწერონ სცენარები. ფილმების გადაღებასთან ერთად მოსწავლეებს მასტერკლასებს პროფესიონალი პედაგოგები უტარებენ. მათ მიერ გადაღებული ფილმების პრეზენტაცია 30 აგვისტოს შედგება.