19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
19.08.2016
უკან დაბრუნება
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს იგი 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც მაცხოვარმა მოწაფეების პეტრეს იაკობისა და იოანეს წინაშე თაბორის მთაზე ფერი იცვალა,რომლის დროს მის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი წინასწარმეტყველები მოსე და ელია იდგნენ, ყოველ 19 აგვისტოს თაბორის მთას თეთრი ღრუბელი ადგას თავზე. ამ დღეს იკურთხება ყველა სახეობის ხილი განსაკუთრებით კი ყურძენი დღესასწაული თევზით ხსნილია.