ქუთაისში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას , ოცხელის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ადგილს სრული რეაბილიტაცია უტარდება რაც ასფალტის საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობასა და ტროტუარების აღდგენას გულისხმობს. შშმ პირებისათვის ქუჩებზე პანდუსები ეწყობა. უკვე შეიცვალა წყლის მილები რაც 2017 წელს 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „გზამშენი 21“ ახორციელებს. აღნიშნული გზების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 679 000 ლარით ფინანსდება.