"მემარცხენე ალიანსს" ქუთაისში მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება
18.08.2016
უკან დაბრუნება
პარტია მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა, იურისტი ადვოკატთა კოლეგიის წევრი თამაზ მახარეიშვილი დეპუტატობისთვის 47-ე ოლქში იბრძოლებს. მემარცხენე ალიანსს ქუთაისში მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეყოლება. თამაზ მახარეიშვილმა ამომრჩეველს მათი პოლიტიკური პარტიის ხედვები თანაგუნდელებთან ერთად გააცნო.