6 ივნისს ჭომაში გარდაცვლილი მაიზერ ბანძელაძის მკვლელობაში,ეჭვმიტანილი დურმიშხან ლექვინაძის მშობლებმა და ახლობლებმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართეს.მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა.ბრალდებულის ნათესავები პროკურორთან შეხვედრას და საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.დურმიშხან ლქვინაძის მშობლების თქმით მათ შვილ მკვლელობა არ ჩაუდენია.ისინი პროკურატურას თავიდან მოკვლევას თხოვენ ,როგორც ბრალდებულის ახლობლები აცხადებენ პატიმარმა უკვე ერთი კვირაა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.