”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” კვლევის შედეგებს აქვეყნებს
21.10.2015
უკან დაბრუნება
”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჩატარებული რეორგანიზაციის სამართლებრივი და პროცედურული მხარეების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
კვლევის შედეგებით ვლინდება,რომ რეორგანიზაციის პირობებში წარმოქმნილი ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო და შტატები რეალურად არ შემცირებულა.
ატესტაციის მონაწილეები პროცესში გამოცდების ეროვნული ცენტრის ჩართვას ითხოვენ,თუმცა ეს მოთხოვნა თვითმმართველობის მხრიდან არ დაკმაყოფილებულა.
ფილიალების იმ დირექტორებს, რომელთაც ტესტირება წარმატებით გაიარეს,რეორგანიზაციის შემდეგ ერთ წლიანი შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდა,თუმცა მანამდე ხელშეკრულებები უვადო იყო.