ქუთაისის სპორტულ ბანაკში მორიგი ნაკადი წავიდა
17.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის სპორტულ ბანაკში მორიგი ნაკადი წავიდა დღეს ქუთაისელი სპორტსმენებისთვი დაბა ურეკში მესამე სპორტული ბანაკი გაიხსნა. ბანაკს ქუთაისის მერიის ინიციატივით ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათ გაერთიანება აფინანსებს. გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო უჩაძის განაცხადებით დღეს ეწყობა მესამე ბანაკი, სულ ხუთი ნაკადი მიიღებს მონაწილეობას ურეკში სპორტულ გამაჯანსაღებელ შეკრებაში. ჯამში აგვისტოს თვეში 300 სპორტსმენი დაისვენებს. სპორტსმენებისათვის დაბა ურეკში საზაფხულო შეკრებებისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ტრანსპორტირებას, სასტუმრო ხარჯებსა და სამჯერად კვების საფასურს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.