ქუთაისის სამკერვალო საწარმო "იმერი" ფართოვდება
17.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის სამკერვალო საწარმო იმერი ფართოვდება. საწარმოში ქუთაისის მერი შოთა მურულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმარველობის ქონების მათვის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ,,იმერი“ სახელმწიფო ინვერტიციის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ფართოვდება. საწარმოში ამ ეტაპზე 450 თანამშრომელი მუშაობს. დამატებითი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი სამკერვალო საამქრო კიდევ 200 ადამინს დაასაქმებს. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისათვის.სამკერვალო კომპანია იმერი 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ლებეკთან, რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება.წელი