სოფელ საღანძილეს მოსახლეობა გაჭიანურებულ სამუშაოებსა და დაბინძურებული მდინარის კალაპოტს აპროტესტებს
15.08.2016
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტეში ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული სარკინიგზო სამუშაოები ხარაგაულის სოფელ საღანძილეს მოსახლეობამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააპროტესტა. ადგილობრივების თქმით მუნიციპალიტეტში მეოთხე წელია თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ სარკინიგზო სამუშაოებს ჩინური კომპანია დარღვევებით აწარმოებს,მოსახლეობის თქმით მათ სოფლებში ეკოლოგიური კატასტროფაა, დაბინძურებულია მდინარე ჩხერიმელა რამაც ბავშვების ინტოქსიკაცია გამოიწვია, ხარაგაულის მკვიდრნი ცენტრალური ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეს მოსახლეობას მხარდაჭერა პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოუცხადა.