ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის ორგანიზაციაში ბრიფნგი გამართა
15.08.2016
უკან დაბრუნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დღეს ქუთაისის ორგანიზაციაში ბრიფნგი გამართა. ოთარ კახიძემ ქვეყანაში არსებული კრიმინალური ვითარება გააპროტესტა და განაცხადა,რომ ხშირია უცხოელ ტურისტებზე თავდასხმის შემთხვევები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარების მომატება ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. კახიძე ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ქვეყანაში ტურისტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.