არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესული ცვლილებები 2016წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება,კანონის შესაბამისად არასრულწლოვანთა საქმეები წარმოებაში სპეციალიზირებულმა ადვოკატმა უნდა მიიღოს,ამისთვის კი მათ შესაბამისი გადამზადება სჭირდებათ. ადვოკატთა გადამზადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყობს,საკითხთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში სემინარი გაიმართა.სპეციალიზირებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს ,როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მასალებს,საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით.