შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერს ანსამბლ ”აფხაზეთის”წევრები და მათი მშობლები შეხვდნენ
09.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერს ანსამბლ ”აფხაზეთის”წევრები და მათი მშობლები შეხვდნენ,შოთა მურღულიას გაწეული დახმარებისტვის მადლობა გადაუხადეს.ანსამბლი, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა ფოლკლორულ ფესტივალზე უკან დაბრუნებისას პრობლემები შეექმნა. საფრანგეთის ქალაქ მარსელში ავტობუსის გაფუჭების შედეგად ანსამბლის 40 წევრი, მათ შორის 32 ბავშვი რამდენიმე დღით დახმარების გარეშე იყო. მას შემდეგ, რაც მშობლები ქუთაისის მერს დაუკავშირდნენ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. შოთა მურღულიას თქმით მათთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში, გამოიყო 4 000 ევრო და შესაძლებელი გახდა ანსამბლისათვის სხვა ავტობუსის გაგზავნა. ბავშვების სასტუმროსა და კვების დამატებითი ხარჯებისათვის თანხა ქუთაისის მერიამაც გაიღო.