შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



96 დევნილი ოჯახი ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა
06.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ნიკეას #21–ში მდებარე დევნილთა სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში 96 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.შენობაში სულ 96 ბინაა, აქედან 12–ერთოთახიანი, 12–ოროთახიანი და 72–სამოთახიანი.