ქუთაისში ოლიმპიადის გულშემატკივართა კლუბი გაიხსნა
05.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ოლიმპიადის გულშემატკივართა კლუბი გაიხსნა. ბრაზილიაში ოლიმპიადაზე გამგზავრებულ ქართველ სპორტსმენებს ქუთაისიში ბარ-რესტორან „პრაღადან“ უგულშემატკივრობენ. „რიო 2016“-ში 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიურ თამაშებზე ქუთაისიდან მოფარიკავე -სანდრო ბაზაძე იასპარეზებ.ს. მან პირველმა მოიპოვა ლიცენზია ფარიკაობაში. გულშემატკივართა კლუბის პრეზენტაციას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბარ-რესტორან „პრაღაში“ ქუთაისელი გულშემატკივრები ყოველდღიურად შეიკრიბებიან, სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული.