ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში დღეს 47-ე სეზონი გაიხსნა. მაყურებელს ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი ოპერა ”ქეთო და კოტე” უჩვენეს. მთავარი დირიჟორი რეზო ჯავახიშვილია,სპექტაკლში თეატრის სოლისტები,გუნდი,ქორეოგრაფიული დასი და ორკესტრი მონაწილეობდა. ”ქეთო და კოტემ" მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.