შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა
02.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა. ბიზნეს საბჭოს მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და ბიზნესის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. საბჭო ასევე ბიზნესის ხელშეწყობისათვის რეფორმების განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ინიციატიებს მომზადებს. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე უძღვებოდნენ. ქუთაისის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ქალაქ ქუთაისის მერის მიერ მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.