შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ცხოველთა თავშესაფარი შენდება
01.08.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ცხოველთა თავშესაფარი შენდება, რომელიც ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალურ სერვისებს ეკუთვნის,მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან და ააიპ სპეციალური სერვისების დირექტორთან გელა გაგუასთან ერთად დაათვალიერა,მოწესრიგებულია ადმინისტრაციული შენობა ,ლაბორატორია ,საოპერაციო და ძაღლების ვოლიერების ნაწილი,ტარდება ცოფის საწინააღმდეგო აცრები დამატებით მიმდინარეობს 150 ვოლიერის კეთილმოწყობა და საერთო ჯამში თავშესაფარი 280 ცხოველზეა გათვლილი.აღნიშნულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავშესაფარიც ეწყობა.თავშესაფარის მოწყობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.