შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უცხოური შეკრება „ტორპედომ“ მეოთხე საკონტროლო შეხვედრით დაასრულა
01.08.2016
უკან დაბრუნება
უცხოური შეკრება „ტორპედომ“ მეოთხე საკონტროლო შეხვედრით დაასრულა. გუნდის მეტოქე თურქული სუპერლიგიდან ახლახან ჩამოქვეითებული „ესკიშეჰირსპორი“ იყო. მართალია, მეორე ნახევარში ესკიშეჰირელები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გასაზრდელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მეტოქე ორგანიზებულად იცავდა თავს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, სწრაფ კონტრშეტევებს მიმართავდა. შეხვედრა ფრედ 1 ;1 დასრულდა ტორპედოელები 3 აგვისტოდან თავიანთ საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებენ წვრთნას. გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო თამაშს „ტორპედო“ , 7 აგვისტოს შინ ქობულეთის „შუქურასთან“ გამართავს.