შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტმა პირველი მოსმენით სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა
22.06.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა.იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა.ცვლილებების თანახმად ძალადობა და მუქარა კენჭისყრის შენობაში,წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიებების დროს ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება,კანონპროექტის მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა.ასევე ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში რომლის თანახმადაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციას შეუძლია მივიდეს საარცევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშე.კანონპროექტში შესატან ცვლილებებს დღეს დეპუტატები აფასებენ.