საგაზაფხულო სესიის ოთხშაბათის პლენარული სხდომა ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო
22.06.2016
უკან დაბრუნება
საგაზაფხულო სესიის ოთხშაბათის პლენარული სხდომა ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო.დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის გამოიყენეს.პოლიტიკური ორგანიზაცია ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს რომ მას და მის მხარდამჭერებს პოლიცია უთვალთავლებს.
ვაშაძე ასევე იუსტიციის სამინისტროს ,პოლიტიკური ორგანიზაციის ,დროულ დარეგისტრირებას თხოვს.საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაუთმო განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა.პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ კოალიციაში შემავალ პარტიებს 4 წლის მანძილზე ერთობლივად გაწეული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა.