დავით ჯანდიერმა ქუთაისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
22.06.2016
უკან დაბრუნება
”თავისუფალი სასამართლო ხალხს”-კამპანიის ფარგლებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერმა ქუთაისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.მან ჟურნალისტებს მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო,რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირების ინიციატივა,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას და საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას ითვალისწინებს.ასევე იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურები.