მე–17 კომპლექსური სასპორტო სკოლის ძიუდოსა და სამბოს დარბაზი თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა
22.06.2016
უკან დაბრუნება
ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე–17 კომპლექსური სასპორტო სკოლის ძიუდოსა და სამბოს დარბაზი თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა.
სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ,,ნუგზარ გაბრიჭიძე“ აწარმოებდა. ობიექტის რეაბილიტაციისთვის 41 878 ლარი დაიხარჯა.
დარბაზი კაპიტალურად გარემონტდა, დაიგო ახალი იატაკი, გაკეთდა საშხაპეები და საპირფარეშოები, დამონტაჟდა 24 საათიანი ცხელი წყლის სისტემა. კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა დარბაზის გარე და შიდა პერიმეტრს. დარბაზში ამ ეტაპისთვის 100–მდე ბავშვი ვარჯიშობს. რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული ობიექტი 150 ბავშზეა გათვლილი.