2016 წლის იანვრიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურმა ქუთაისში 100მდე საქმე განიხილა
21.06.2016
უკან დაბრუნება
2016 წლის იანვრიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურმა ქუთაისში 100მდე საქმე განიხილა. გაწეული საქმიანობა ქუთაისის ბიუროს ადვოკატმა შეაფასა. სოფიო ყუბანეიშვილის თქმით, სამსახურის ფუნქციებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების დაცვა დაემატა, რაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამინათა უფლებების დაცვას და საადვოკატო მომსახურების გაწევას გულისხმობს. სამსახური 2007 წლიდან არსებობს და განსაკუთრებული აქცენტი სოციალურად დაუცველებზე კეთდება