ქუთაისის მერმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა
21.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. შოთა მურღულია სტუდენტებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შეხვდა და მართვის მენეჯმენტსა და ფინანსების ეფექტური ხარჯვის საკითხებზე ესაუბრა. ლექცია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. ლექციის დასრულების შემდეგ ქალაქის პირველმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.