შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობენ
21.06.2016
უკან დაბრუნება
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ხარაგაულის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით აძლევს რამოდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს,
პრესკონფერენციაზე, მოძრაობის დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანია „ჯი-აი-დი“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ხარაგაულში 8 ქუჩის შეკეთებაზე. სამუშაოს ღირებულებამ კი შეადგენდა 863 ათას ლარი.ბრალდებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა