გეგუთის ციხეზე სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო
20.06.2016
უკან დაბრუნება
გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა
დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს; გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გელათის მონასტერიც მოინახულეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.