შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პოლიტიკური პარტია " ახალი საქართველო"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გაიმართა
20.06.2016
უკან დაბრუნება
პოლიტიკური პარტია " ახალი საქართველო"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაცის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე მედიასთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს , რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელს გოდოგანში მოსახლეობას ექმნება. ხონელიძის თქმით, პრობლემას სოფელში ნაგვასაყრელის სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს. როგორც პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, სოფელში ადგილობრივებმა ნაგავსაყრელის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაასრულეს და პარლამენტს გადაუგზავნეს, პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ სოფელში საპროტესტო აქცია იგეგმება.