აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
18.06.2016
უკან დაბრუნება
იძულებით გადაადგილებულ პირთა დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ორგანიზებით ”ჰოსპიტალ მედიქალსიტი-ში” აფხაზეთიდან დევნილ პირებს, უფასო ოფთალმოლოგიური და პროფტოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. კონსულტაციების დროს ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტებს კი ოპერაციებს , საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაუკეთებენ.
აქციის ფარგლებში დღეს ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები გამოიკვლიეს.