საინფორმაციო სააგენტო ქუთაისი თუდეიმ გაავრცელა ინფორმაცია რომ ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ ოჯახში გამოძახებულმა გაზის ხელოსანმა, რომელსაც გაზის გამაცხელებელი უნდა დაემონტაჟებინა, გაზის მილში ოჯახს წყლის მილი მიუერთა. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ–ერთ მაცხოვრებელს გაზის გამოყენება დასჭირდა.
ანთებული გაზის ღუმელიდან წყალი ჭავლით ამოდიოდა. ამ შემთხვევის გამო რამდენიმე ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა. მწყობრიდან მათი გაზის მრიცხველებიც გამოვიდა. მოგვიანებით ფაქტი დადასტურდა.