შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



22 წლის გოგონა, რომელსაც პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
18.06.2016
უკან დაბრუნება
ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაპუნა დიდიშვილმა თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 22 წლის ახალგაზრდას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თავიდან ის ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.