აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ATSUHACK იწყება
17.06.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ATSUHACK იწყება,რომელიც უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ხორციელდება.
პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაა.პროექტში როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად 100ადამიანი მონაწილეობს.ისინი 48 საათის განმავლობაში,ახალი ინოვაციური იდეების შექმნაზე იმუშავებენ.დავალების შესრულების დროს,მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ,მათთვის სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ,რომლის დატოვების უფლებაც არ ექნებათ.
ჯგუფისთვის სამუშაოდ მოცემულიი 48 საათის ამოწურვის შემდეგ თითოეული გუნდი პრეზენტაციის სახით საკუთარ ნამუშევრებს წარადგენს.
პროექტი 19 ივნისს დასრულდება და კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს.