შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



18 ივნისს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ხოსე კარერასის კონცერტი
16.06.2016
უკან დაბრუნება
18 ივნისს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი; კონცერტში მონაწილეობას იღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტსაც შეასრულებს.
ღონისძიება მთავრობის მიერ ინიცრებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.კონცერტის რეპეტიცია უკვე გაიმართა თბილისში
ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება უფასოა.
პროექტის „Check in Georgia” განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა;