ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღეს დაიწყო
16.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღეს დაიწყო
სამუშაოები ქუთაისის მერმა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ნიკეას ქუჩა ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქუთაისში ამ ეტაპზე ხორციელდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.