ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ქალაქის პირველმა პირებმა ამჯერად ავტომშენებლის #14-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური პროექტს "ეზოების კეთილმოწყობა" ახორციელებს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. მერია თანხის 90% -ს, ხოლო მოსახლეობა 10%“-ს ფარავს. .აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან 45- უკვე დასრულებულია.
დღესვე ქუთაისის მერმა , ცხინვალის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მიმდემი"აწარმოებს.