უკრაინის ტელეარხ 24-ის ობიექტივში ქუთაისი მოხვდა
13.06.2016
უკან დაბრუნება
უკრაინის ტელეარხ 24-ის ობიექტივში ქუთაისი მოხვდა. ტელეკომპანიის ეთერში სულ მალე 2 სიუჟეტი გავა, რომელიც ქუთაისში ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით არსებულ ვითარებას ასახავს. ტვ-24-ის ჟურნალისტებმა ინფორმაცია მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძისგან და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინო ჟუღელისგან აიღეს. ინტერვიუს დროს აქცენტი ქალაში პარლამენტის გადმოტანასა და ტურიზმზე,
ასევე დეცენტრალიზაციის მიმდინარე პროცესზე გაკეთდა . ასევე მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რა მოლოდინები აქვს ქალაქს ვიზაირის ბაზის გახსნით.