საია და ”სამართლიანი არჩევნები” წინა საარჩევნო კამპანიას დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ
13.06.2016
უკან დაბრუნება
წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოყენებისთანავე იწყება.ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყო.
ამ დროს პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები თანასწორი უფლებით სარგებლობენ და კანონით დადგენილი თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.რისი უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და პოლიტიკურ პარტიებს, რა ითვლება კანონიერ ქმედებად და რა კანონდარღვევად?საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის განცხადებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს,გარდა საარჩევნო კომისიის წევრის,მოსამართლის,პროკურატურისა და ძალოვანი უწყების თანამშრომლებისა.საჯარო მოხელეებს აგიტაცია ეკრძალებათ სამუშაო საათების განმავლობაში ან მაშინ,როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურეობრივ ფუნქციებს ასრულებენ.საია და ”სამართლიანი არჩევნები” წინა საარჩევნო კამპანიას დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ.