შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა მინისტრი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს შეხვდა
10.06.2016
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა მინისტრი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს შეხვდა. წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია 8 ივნისს, ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა. ბრალდებულმა ცეცხლი სამართალდამცველების მისამართით გახსნა. რევაზ ქობულიამ თავდამსხმელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზედა კიდურის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. მინისტრი წყალტუბოს პოლიციის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და სპეცოპერაციის დეტალები მოისმინა