ქუთაისის ტორპედოს დაარსების 70 წლის იუბილე და თბილისის დინამოს ევროპის თასის აღების 35 წლის იუბილე. ორი ღირშესანიშნავი თარიღი ვეტერან ფეხბურთელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრებმა მიულოცეს. მოგვიანებით გუნდის ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიმართა.